სალომე ზურაბიშვილი: ჟოზეპ ბორელს საქართველოს დაჩქარებული წესით ევროინტეგრაციის გზასა და უსაფრთხოებაზე ვესაუბრე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა. 

ზურაბიშვილის თქმით, მათი საუბრის თემა, საქართველოს დაჩქარებულ ევროინტეგრაციასა და უსაფრთხოების საკითხებს შეეხებოდა.

,,ვესაუბრე ჟოზეპ ბორელს, საქართველოს დაჩქარებული წესით, ევროინტეგრაციის გზასა და უსაფრთხოებაზე, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ. მადლობა ბორელს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერისთვის", - წერს ზურაბიშვილი.

ასევე წაიკითხეთ 

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ვაგრძელებთ რეფორმების მხარდაჭერას